ჟაუტიკოვის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IZHO) კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 1, ვერცხლის 4 და ბრინჯაოს 1 მედალი მოიპოვეს.
- 22 იანვარი, 2025
ჟაუტიკოვის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ყაზახეთის ქალაქ ასტანაში ჩატარდა. ტურნირი ითვალისწინებს გუნდურ და ინდივიდუალურ შეჯიბრებას.
ოლიმპიადაში 15 ქვეყნის 100 -მდე გუნდი იღებდა მონაწილეობას. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 615 მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის მოსწავლეებმა ოქროს 1, ვერცხლის 4 და ბრინჯაოს 1 მედალი მოიპოვეს.
კომაროვის სკოლის გუნდმა საპატიო სიგელი (honorable mention, რეიტინგით მე-10 შედეგი) აიღო.
ჟაუტიკოვის ოლიმპიადებზე სხვადასხვა წელს კომაროვის სკოლას 1 „პირველი პრიზი“, 2 „მეორე პრიზი“, 4 „მესამე პრიზი“ და 5 საპატიო სიგელი აქვს მოპოვებული.
გუნდის ლიდერები: თეიმურაზ კალატოზი და გიორგი კეკენაძე.
გუნდის შემადგენლობა:
მათემატიკა: სანდრო ჟღენტი, ირაკლი შეროზია, მირზა შანიძე;
ფიზიკა: ცოტნე გიორგაძე, ირაკლი მექვაბიშვილი;
ინფორმატიკა: საბა ფერაძე, ნიკოლოზ მელიქიშვილი;
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში სკოლის მოსწავლეების შედეგები:
სანდრო ჟღენტი - მათემატიკა, ოქროს მედალი;
ირაკლი შეროზია - მათემატიკა, ვერცხლის მედალი;
ცოტნე გიორგაძე- ფიზიკა, ვერცხლის მედალი;
ნიკოლოზ მელიქიშვილი - ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი;
საბა ფერაძე - ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
მირზა შანიძე - მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი;
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს და უსურვებს მომავალ წარმატებებს!